„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია


„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია. შესაბამისი განცხადება კომპანიის Facebook-ზე გამოაქვეყნა.

დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმარებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.