შალვა ნათელაშვილი მამუკა ხაზარაძეზე: უნდა გაითვალისწინოს, რომ ბანკში არ არის, პოლიტიკაშია


ოპოზიციაში დაპირისპირება არ არის, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა აჩვენა ისტორიული, უპრეცედენტო ერთიანობა, და ეს გრძელდება ამ წამებშიც, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა არის.

„თემა და პრობლემა არის მტკივნეული, ისტორიული, გადასაწყვეტი, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ სხვადასხვა მოსაზრება გამოთქვან. თუმცა, არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწრაფოდ, რადგან ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ექნება ქვორუმი უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, არჩევნები უნდა ჩატარდეს ივნისამდე.

ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ბანკში არ არის, პოლიტიკაშია და პოლიტიკურად უნდა მიუდგეს საკითხებს. 2022-ში არჩევნების გადატანა და, მით უმეტეს, ამის მოთხოვნა ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ვაცხადებთ უგვირგვინო იმპერატორად“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.