სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და მათი გადახედვა არ იგეგმება


ოპოზიციის მოთხოვნები არ გადახედილადა ის არის შეთანხმებული პოზიცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ თქვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ცხადია არსებობს განსხვავებები, ოპოზიციამ შეძლო და სტრატეგიულად შეინარჩუნა ერთიანობა. ჩვენი მოთხოვნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა და საარჩევნო რეფორმა, არ გადახედილა. ეს არის შეთანხმებული პოზიცია და ამის არანაირი გადახედვა არ იგეგმება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.