ლევან თარხნიშვილი: განსხვავებული შეხედულებების ქონა თითოეული ოპოზიციონერის უფლებაა


განსხვავებული შეხედულებების ქონა თითოეული ოპოზიციონერის უფლებაა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე, სიამოვნებით მოუსმენენ ყველა მხარეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

„ეს არის ბატონი მამუკას უფლება - ჰქონდეს ასეთი პოზიცია და ბატონი ირაკლი უფლება - ჰქონდეს ასეთი პოზიცია. ამაზე საუბარი არ ყოფილა. როდესაც იქნება მომავალი შეხვედრა, რომელიც იქნება ალბათ უკვე მომავალ წელს, დიდი სიამოვნებით მოვუსმენთ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც - სწორედ ეს არის ოპოზიციური ერთობის სიძლიერე, რომ ერთი მხრივ, ჩვენ ვართ პრინციპულები და, მეორე მხრივ, გვაქვს უნარი ერთმანეთს მოვუსმინოთ,"-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.