ეკატერინე ტიკარაძე: სამუშაო ადგილებზე ლეტალობის მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უბედური შემთხვევების დინამიკამ იკლო, რაც მისივე განმარტებით სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორს თანამშრომლობის შედეგია. მინისტრის განცხადებით, შრომის პირობების ინსპექტირება ახალ საფეხურზე 2021 წლის იანვრიდან გადადის.

„სწორედ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის შედეგია, რომ კვლავ ვინარჩუნებთ დადებით დინამიკას სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების კუთხით: სამუშაო ადგილებზე ლეტალობის მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა. დაშავებულთა რაოდენობა 16%-ით. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შრომის პირობების ინსპექტირება ქვეყანაში გადადის ახალ საფეხურზე“, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.