საქართველოში კორონავირუსი კიდევ 538 ადამიანს დაუდასტურდა


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 538 ადამიანს დაუდასტურდა, 2 766 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსის 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 206 313. გარდაიცვალა 2 418. კარანტინის რეჟიმშია - 420, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 677. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 393 მოქალაქე.