დღეს საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი ქრისტეშობას დღესასწაულობს


დღეს საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი ქრისტეშობას დღესასწაულობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, საშობაო ლიტურგიას თბილისის ეკლესიის ხუცესი, ლევან ახალმოსულიშვილი უძღვებოდა.

მათი ინფორმაციით, მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ.

„შეკრებილ მრევლს, მთავრობისა და რელიგიის სააგენტოს სახელით, დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ. საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა მადლიერებით აღნიშნეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის აქტიური წვლილი და თანადგომა ეკლესიის განვითარების საქმეში“,-აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.