ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია


ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ეს გამარჯვება მონაკოს გუნდის, „მონტე კარლოს“ შემადგენლობაში მოიპოვა. ტურნირი კოვიდპანდემიის გამო ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

მე-2 საჭადრაკო დაფაზე ძაგნიძემ 14 შესაძლო ქულიდან, 9 მოიპოვა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მონტე კარლომ რუსულ კლუბებს, „უგრასა“ და „გამბიტ ვოლგოგრადს“, ასევე „პოლონურ ჰუსარდს“ აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ნანა ძაგნიძე „მონტე კარლოს“ შემადგენლობაში 10 წლის წინაც ასპარეზობდა.