10 რამ, რისი გაკეთებაც 2020 წლის დასრულებამდე უნდა მოასწროთ


შობა და ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ახლა ის დროა, როცა თანდათან სადღესასწაულო სამზადისს უნდა შევუდგეთ. ამ დროს მთავარი კი, მომავალი მიზნებისა და სურვილების განსაზღვრაა. ნახეთ, 20 რამ, რისი გაკეთებაც 2020 წლის დასრულებამდე უნდა მოასწროთ.

1. წაშალე 20 საკონტაქტო ნომერი. შენი მობილური ტელეფონიდან, რომელიც აღარ გჭირდება. განსაკუთრებული სიმამაცე იმ ადამიანების მიმართ გამოიჩინეთ, რომლებიც ცხოვრებას გირთულებენ.

2. დაკავდით 20-წუთიანი მედიტაციით სრულ სიჩუმეში. ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში და მოგცემთ ენერგიას დარჩენილი საქმეებისთვის.

3. მოიფიქრეთ და ჩამოწერეთ 20 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აპატიოთ საკუთარ თავს დაშვებული შეცდომები. გააანალიზეთ, აპატიეთ და დაივიწყეთ.

4. ჩამოწერეთ 20 რამ, რისთვისაც მადლიერი ხართ 2020 წელს.

5. ჩამოწერეთ 20 რამ, რასაც 2020 წელს დაუტოვებთ. იქნება ეს მავნე ჩვევები თუ სხვა რამ. შეეცადეთ მაქსიმალურად მოიშოროთ ნეგატივი.

6. ამოარჩიეთ 20 მიზეზი, რატომაც ამაყობთ საკუთარი თავით. გაიხსენეთ მიღწეული წარმატებები, იქნება ის დიდი, თუ პატარა. არ არის აუცილებელი წარმატება კარიერას ეხებოდეს, ახალი მეგობრების შეძენაც ნამდვილი წარმატებაა.

7. მოიფიქრეთ 20 გზა იმისა, რომ შექმნათ უკეთესი სამყარო. იქნება ეს ქველმოქმედება, ფულადი დახმარება, გარემოზე ზრუნვა თუ სხვა. დაიხმარეთ ფანტაზია.

8. დაფიქრდით და აღმოაჩინეთ 20 რამ, რაც საკუთარ თავში მოგწონთ. დიდი გზა გამოიარეთ, დაფიქრდით, როგორ შეგცვალათ და რა გასწავლათ ცხოვრებამ.

9. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე მარტომ, 20 წუთით, პარკში ან ტყეში. ისეირნეთ სიჩუმეში, ყურსასმენების გარეშე, რათა მოუსმინოთ საკუთარ ფიქრებს.

10. შეადგინეთ საყვარელი მუსიკის კრებული, აუწიეთ ხმას და იცეკვეთ 20 წუთით.