თბილისი დრიფტში ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს


თბილისი დრიფტში ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. შეჯიბრის ლოკაციად ბარათაშვილის ხიდია შერჩეული.

საქართველოს დედაქალაქში 25 ქვეყნის ავტომრბოლელები ჩამოვლენ, ჩვენი ქვეყნის სახელით კი ორი მრბოლელი, საქართველოს ჩემპიონი ნოდარ კოდუა და ვიცე-ჩემპიონი მევლუდ მელაძე გამოვა.

ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენები ავტოსპორტში არსებული ყველაზე მძლავრი ავტომობილებით გამოვლენ, რომელთა საშუალო სიმძლავრე 1 000 ცხენის ძალაა.

ღონისძიებას საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია თბილისის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარებს.