რომელი სერიალი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
თუკი დაასრულეთ საყვარელი სერიალის ყურება და ეძებთ რაიმე ახალსა და საინტერესოს, გადახედეთ ჩვენს სიას, შეარჩიეთ სერიალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და ჩაუჯექით.
ვერძი - ასი
თქვენ სათავგადასავლო სიუჟეტის მოყვარული ხართ. სერიალი 100 ახალგაზრდა დამნაშავეების ისტორიაა, რომლებიც დედამიწაზე 97-წლიანი განდევნის შემდეგ ბრუნდებიან და ეს სწორედ ის სერიალია, რომლითაც აღფრთოვანდებით.
კურო - რივერდეილი
ერთ-ერთი ყველაზე სანდო, საიმედო და ჯიუტი ზოდიაქოს ნიშნისთვის “ რივერდეილი” ზედგამოჭრილი სერიალია. პატარა ქალაქში მცხოვრები პერსონაჟები თქვენი საუკეთესო მეგობრები ძალიან მალე გახდებიან.
ტყუპები - ზებუნებრივი
განავითარეთ და უფრო მეტი სიღრმე მიეცით თქვენს ცნობისმოყვარეობას “ზებუნებრივთან” ერთად. ტყუპები ძმებ ვინჩესტერებს სწრაფად გაუშინაურდებიან და ამერიკის გზებზე მათთან ერთად იმოგზაურებენ.
კირჩხიბი - დინასტია
დრამა თქვენი ჟანრია. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ოჯახის, ქერინგტონების ისტორიას გულთან ახლოს მიიტანთ. ამ შოუს მთავარი პლუსი მრავალფეროვანი პერსონაჟებია.
ლომი - სუპერგოგონა
როგორც ლომს, თქვენ სუპერლიდერის თვისებები გაქვთ, რომლითაც სუპერმენის ბიძაშვილს, კარა ზორ-ელს, იგივე სუპერგოგონას ძალიან გავხართ.
ქალწული - როუზველი,ნიუ მექსიკო
დეტალებზე ორიენტირებული ხართ და თქვენთვის მნიშვნელოვანია სერიალს მძაფრი, დაძაბული სიუჟეტი ჰქონდეს. ამიტომ, ბევრი აღარ იფიქროთ და ამ სერიალის ყურება. ის თქვენს გემოვნებას ნამდვილად აკმაყოფილებს.
სასწორი - ერთი ხის ბორცვი
იმის გათვალისწინებით, რომ ბალანსსა და ჰარმონიაზე ხართ კონცენტრირებულნი, გერი ძმების, ლუკას და ნატან სკოტების ომით დაწყებული და სიყვარულით დასრულებული ისტორია საუკეთესო არჩევანი იქნება.
მორიელი - ჭორიკანა
თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მუდამ სიმართლის ძებნაშია. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ზემო ისთ-საიდის სკოლის მოსწავლეებს შორის იდუმალებით მოცული ბლოგერის პოვნას? ეს ის სერიალია, რომელსაც ვერ მოსწყდებით.
მშვილდოსანი - ხვალინდელი დღის ლეგენდები
მშვილდოსნებს ძალიან უყვართ მოგზაურობა. DC-ის კომიქსების მიხედვით გადაღებული სერიალი დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობთ. ეს არ არის ეგვიპტე, ბრაზილია, ან კუბა, საუბარია ყველაზე ორიგინალურ, დროში მოგზაურობაზე.
თხის რქა - სამეფო
მიზანდასახული და წარმატებაზე ორიენტირებული თხის რქები არასდროს ამბობენ უარს იმაზე, რაც უნდათ. იგივენაირად იქცევა სამეფოს მთავარი გმირი შოტლანდიის დედოფალი მარია. ამ სერიალის პერსონაჟებში ბევრ საერთოს აღმოაჩენთ.
მერწყული - მე,ზომბი
სერიალის მთავარი გმირი, ზომბად ქცეული ლივ მური გარდაცვლილთა ტვინით იკვებება, მაგრამ ნებისმიერი მერწყულის მსგავსად, მთავარ გმირსაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სწყურია და პოლიციას ტვინებიდან მიღებულ ინფორმაციას უზიარებს.