თბილისი, როგორც ნიუ იორკი და ნაძვის ხე როკფელერის სტილში


რა თქმა უნდა, თბილისი არაფრით ჰგავს ნიუ იორკს, თუმცა წელს დედაქალაქის მთავარმა საახალწლო ნაძვის ხემ ყველას როკფელერის ცენტრის საშობაო ხე გაახსენა. მიუხედავად პანდემიისა, ქალაქი საახალწლო დეკორაციებითაა მორთული და პარლამენტის წინ ნაძვის ხეც მზადაა დღესასწაულებთან შესახვედრად.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნაძვის ხემ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობის მოწონება დაიმსახურა და მის კრიტიკოსებს ვერ იპოვით გასული წლის ნაძვის ხისგან განსხვავებით. სამწუხაროდ, პანდემიის გამო დაწესებული „კომენდანტის საათის” გამო, არ შეგვიძლია მასთან ფოტოების გადაღება და მხოლოდ ეკრანებზე ნახვის შესაძლებლობა გვაქვს.