ქართველი მსახიობის აღიარება: მერაბ ნინიძე BIFA-ზეა ნომინირებული


შეიძლება გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, რომ თანამედროვე ქართველ მსახიობებს შორის, მერაბ ნინიძე ყველაზე წარმატებულია. მან შეძლო და დასავლური კინომატოგრაფიის სამყაროში თავისი ადგილი დაიმკვირდა. ნინიძეს უკვე აქვს არაერთი აღიარება სხვადასხვა საერთაშორისო კინოდაჯილდოებებზე. ამჯერად კი, მან ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების, BIFA-ს ყურადღება მიიპყრო.

დაჯილდოებაზე ის ფილმ The Courier-ში საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის არის წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ ქართველი მსახიობი ფილმში პარტნიორობას უწევს ისეთ წარმატებულ და პოპულარულ ვარსკვლავს, როგორიც ბენედიქტ ქამბერბეტჩია.

როგორც ცნობილია, The Courier-ში მოთხრობილი ისტორია ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და ის „ცივი ომის“ ეპოქას ასახავს. ამბის ცენტრში არის ბრიტანელი ბიზნესმენი, რომელიც ამერიკის დაზვერვის სამსახურს საბჭოთა კავშირის ბირთვულ პროგრამაში შეღწევაში ეხმარება. BIFA გამარჯვებულებს 2021 წლის თებერვალში დაასახელებს.

მერაბ ნინიძე BIFA