3 ვარცხნილობა, რომელმაც მსახიობების კარიერა შეცვალა


მსახიობის წარმატებისთვის გარდა ნიჭისა, მნიშვნელოვანია სახასიათო ვიზუალი და სწორად შერჩეული სტილი. მიიჩნევენ, რომ სტილს, ვარცხნილობას შეუძლია ადამიანს წარმატებისკენ უბიძგოს. ახლა სწორედ ასეთ ვარცხნილობებზე მოგიყვებით, ვარცხნილობებზე, რომლებმაც მსახიობების კარიერა შეცვალეს:

ემი ადამსი

2005 წლამდე, ანუ იმ პერიოდამდე, სანამ Junebug-ში შესრულებული როლისთვის ოსკარზე წარადგენდნენ, ემის ქერა თმა ჰქონდა, თუმცა ამის შემდეგ თავისი „ნამდვილი ფერი“ იპოვა. მსახიობი ამბობს, როდესაც ქერათმიანი იყო, საზოგადოებაში სტერეოტიპულად უყურებდნენ ისე, როგორც „ქერა გოგონას.“ ემი ადამსის თქმით, როდესაც თმა ჟღალ ფერზე შეიღება, ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა და ამის შემდეგ რეჟისორებიც განსხვავებულ და უფრო საინტერესო როლებზე იწვევდნენ.

მია ფაროუ
The Great Gatsby-ში შესრულებული როლის შემდეგ, მია ფაროუს ე.წ. პიქსი ვარცხნილობა აღარ შეუცვლია. მსახიობი ამბობდა, რომ თავდაპირველად თმა საკუთარი ხელით შეიჭრა. „ჩემს ყოფილ ბოიფრენდს, ფრენკ სინატრას, ძალიან მოვწონდი მოკლე თმაში, ამიტომ ვარცხნილობა აღარ შემიცვლია“, – ამბობდა მია ფაროუ.
ნიკოლ კიდმანი

ადრეულ წლებში ნიკოლ კიდმანის ვარცხნილობა ველურ დასავლეთს მოგაგონებდათ. მსახიობს წითელი, ხვეული თმა ჰქონდა. თავად თვლის, რომ სწორედ ასეთი ვარცხნილობის გამო, სახალისო როლებს სთავაზობდნენ, თუმცა ვარცხნილობის შეცვლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. შეცვლილი ვარცხნილობის დამსახურებად მიიჩნევს ნიკოლი, რომ Practical Magic-სა და Moulin Rouge-ში მიიღო როლები.