Advertisement

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 140 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა



გაერთიანებულო სამეფოში დაწყებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის პირველი კვირის განმავლობაში 140 000-მდე ადამიანი აიცრა, - ამის შესახებ მინისტრმა ნადიმ ზაჰავიმ განაცხადა, რომელიც ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეა პასუხისმგებელი.

„ვაქცინაციის პროგრამა ნამდვილად კარგად დაიწყო. 7 დღე გავიდა და ინგლისში აცრილია 108 000 ადამიანი, უელსში - 7 897, ჩრდილოეთ ირლანდიაში - 4 000, შოტლანდიაში კი - 18 000. გაერთიანებულო სამეფოში, საერთო ჯამში, 137 897 მოქალაქეს ჩაუტარდა ვაქცინაცია,“- განაცხადანადიმ ზაჰავიმ. შეგახსენებთ, გაერთიანებულო სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამერიკული კომპანია Pfizer-სა და გერმანული BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინით ერთი კვირის წინ დაიწყო.