Advertisement

სოფელ ფლევში ლობიოს მოსავალმა სხვა ნათესებს ზრდაში გაასწრო



FAO Georgia-მ სოციალურ ქსელში, სოფელი ფლევის ლობიოს მოსავლის შესახებ გამოაქვეყნა სიახლე და აღნიშნა, რომ მოსავლის ზრდა წარმატებით მიმდინარეობს დათესვის დაგვიანების მიუხედავად.

„COVID-19- ის გამო, თვენახევრით დაგვიანდა ლობიოს თესვა სადემონსტრაციო ნაკვეთზე ფლევში (შიდა ქართლი). ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა თესვიდან დაახლოებით 40-45 დღეში, დაგვიანებულმა ნათესმა ირგვლივ არსებულ ლობიოს ყველა ნათესს გაასწრო ზრდაში. მიღწეულ შედეგს ჩვენი აგრონომები შემდეგი გარემოებებით ხსნიან:

  • ხარისხიანი სათესლე მასალა
  • ნიადაგის ანალიზის მიხედვით სწორად შერჩეული სასუქი
  • დროული წამლობა + ერთხელ შეტანილი სასუქი“, - ვკითხულობ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.