2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავტომრბოლელად ლუის ჰემილტონი დასახელდა


2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავტომრბოლელად ლუის ჰემილტონი დასახელდა. „მერსედესის“ ინგლისელმა პილოტმა ცნობილი გამოცემა Autosport-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მაქს ფერსტაპენს, სკოტ დიქსონსა და ანტონიო ფელიქს და კოშტას აჯობა.

გასულ სეზონში ჰემილტონი მსოფლიო ჩემპიონი მეშვიდედ გახდა და ლეგენდარული მიხაელ შუმახერის რეკორდი გაიმეორა. ის ამ პრიზის გამარჯვებული მერვედ გახდა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ჰემილტონის გარდა, Autosport-ის გამოკითხვაში ისტორიაში მხოლოდ სამ ინგლისელ ავტომრბოლელს, ნაიჯელ მენსელს, დეიმონ ჰილსა და ჯენსონ ბატონს გაუმარჯვია.