Advertisement

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს



აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს. მას სხდომაზე მყოფმა 14-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კენჭისყრა ფარული იყო. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან, მათ აჭარის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ.

ოპოზიციამ აჭარის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა. მათ მემორანდიმს უკვე მოაწერეს ხელი და ოფიციალური პროცედურების დაწყებას დღესვე აპირებენ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 5-პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. შესაბამისად მანდატი ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო.