ლონდონის საფეხბურთო კლუბების საშინაო მატჩებზე მაყურებლის დაშვება დროებით ისევ აიკრძალა


დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე ლოკდაუნის მესამე ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ „არსენალი“, „ჩელსი“, „ვესტ ჰემი“, „კრისტალ პალასი“, „ფულჰემი“ და „ტოტენჰემი“ საშინაო თამაშებს ისევ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებენ.

ვარაუდობენ, რომ შობის დღესასწაულის დღეებში COVID 19-ის სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ერთ სივრცეში ბევრი ადამიანის თავშეყრის შემთხვევაში ვირუსის გავრცელების რისკს კიდევ უფრო გაზრდის.

ინგლისის ჩემპიონატის მონაწილე კლუბებიდან მაყურებლის ტრიბუნაზე შეშვების უფლებას მხოლოდ ოთხი კლუბი, „ლივერპული“, „საუთჰემპტონი“, „ევერტონი“და „ბრაიტონი“ ინარჩუნებს.