ზვიად კუპრავა გრიგოლ ვაშაძეს: შეცდომა იყავი თავიდან ბოლომდე
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზვიად კუპრავა პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის გასვლას სოციალური ქსელით ეხმაურება.
„როცა თავმჯდომარე ხარ და შიდა ამბებზე წუწუნებ - ე.ი. სუსტი ხარ. როცა ორი კვირის წასული ხარ და წასვლის მიზეზად ორი დღის ამბავი მოგაქვს - მატყუარა.შეცდომა იყავი, თავიდან ბოლომდე“, - წერს ზვიად კუპრავა ფეისბუქზე.