საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 837 ადამიანს დაუდასტურდა


საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 837ადამიანს დაუდასტურდა, 3 105 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 194 900 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 164 786-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 883 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 969 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6710 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში - 2734 ადამიანი იმყოფება.