ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს


ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ყაზანის „რუბინის" ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია პრემიერლიგის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს. მე-18 ტურის მატჩში მან ყვითელი ბარათი მიიღო და სეზონში 4 ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რის გამოც თანაგუნდელებს გროზნოს „ახმატთან“ შეხვედრაში ვეღარ დაეხმარება.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ამჯერად თავი ვერც გოლით და ვერც საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ყაზანელთა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ის 79-ე წუთზე შეცვალა.