ალეკო ელისაშვილი: აბუჩად ვიგდებდით ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ამდენი ხნის განმავლობაში?


იმედი მაქვს, ოპოზიციაში ეყოფათ გონიერება, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა და არ ჩაიდენენ სისულელეს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი Facebook-ზე წერს.

„მოქალაქეების“ ლიდერი იმედოვნებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ეყოფათ გონიერება და არ ჩაიდენენ სისულელეს მოლაპარაკებების ჩაშლის სახით.

„აბუჩად ვიგდებდით ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ამდენი ხნის განმავლობაში? ანუ შლით მოლაპარაკებებს? იმედი მაქვს, ოპოზიციაში ეყოფათ გონიერება, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა და არ ჩაიდენენ სისულელეს“, - წერს ალეკო ელისაშვილი.