თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია


თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოქროს მედლები არსებობის ისტორიაში მეთვრამეტედ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონობის გასანაღდებლად „დინამოს“ ბოლო ტურში „მერანთან“ ქულის აღებაც ჰყოფნიდა, თუმცა ჩისკო მუნიოსის ფეხბურთელებმა მეტოქე 3:0 დაამარცხეს. დუბლი გიორგი გაბედავამ შეასრულა, ერთი ბურთი კი თერთმეტმეტრიანით ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა.

2021 წლის ზაფხულში „დინამო“ საქართველოს სახელით უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა.