„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტორესა მოსი პარტიას ტოვებს


„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტორესა მოსი პარტიას ტოვებს, - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.

„მოკლედ, ასეთი ამბავია, მე გადავწყვიტე, გაურკვეველი ვადით ჩემი დღის წესრიგიდან გაქრეს მიმდინარე ლოკალური პოლიტიკური ვნებათაღელვები. მინდა, რომ ჩემს ძირითად საქმიანობას დავუთმო მეტი დრო, ენერგია და ჩემი გონება უფრო გლობალური მოვლენებისკენ მივმართო. წარმატებას ვუსურვებ ყველას თავის ბრძოლაში, რადგან მჯერა, რომ სამყარო უნივერსალური ბალანსია, სადაც ყველას ჰარმონიული თანაარსებობა შესაძლებელია.

ამით სრულდება ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი და იწყება ახალი, პერიოდულად სხვადასხვა ფორმით გაგაგებინებთ ამ ახალი მოგზაურობის დეტალებს.

P.S. ამ თემაზე დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებ მედიასთან, ზოგადად პოლიტიკურ თემებზე აღარ ვაპირებ ლაპარაკს. ხელოვნებაზე ვილაპარაკებ რამდენსაც გინდათ და სადაც გინდათ“, - წერს ტორესა მოსი.