ზურაბ ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო - აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას


ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს. მჯერა, რომ ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო. ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ. „გირჩის“ მთავარი ბრძოლები წინაა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.