Advertisement

კასპის მუნიციპალიტეტის კენკრის ბაღში პირველი მოსავალი აიღეს



სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში, შპს „ზზ ჯგუფმა“ კენკრის ბაღი გააშენა და პირველი მოსავალიც აიღო. მაყვლის მოსავლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ.

„მოსავლის დაბინავება უნდა ხდებოდეს შესაბამისი სამაცივრო, გამაგრილებელი, შემნახველი ინფრასტრუქტურის პირობებში. ამისთვის ჩვენ გვქონდა კოოპერატივებისთვის თანადაფინანსების კომპონენტი. ინდივიდუალური მეურნეობებისთვის ეს კომპონენტი 2021 წლიდან ამოქმედდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა

„ზზ ჯგუფმა“ კენკრის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98, 587 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 71, 099 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 27, 488 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. ბაღში 20 ადგილობრივია დასაქმებული.