Advertisement

სურსათის სააგენტო მეთხილე ფერმერებს მიმართავს



მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მეთხილე ფერმერებს მოუწოდებენ, ნარგავებში აგროსამუშაოები დროულად და გეგმის მიხედვით ჩაატარონ.

მოსავლის გადარჩენისა და ხარისხის შენარჩუნებისათვის, უმნიშვნელოვანესია თხილის სოკოვანი დაავადებებისგან დაცვა და შემუშავებული სქემის მიხედვით, პრევენციული წამლობების ჩატარება, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტო, „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, რომელშიც ათი ათასობით მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული.