Advertisement

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში



სინოპტიკოსების პროგნოზით, 11 ნოემბერს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +9. ოზურგეთშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9. იწვიმებს ბათუმშიც , +15 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის, ღამით კი +12 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით + 9.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ სოხუმში, სადაც +17 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +7 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. ამბროლაურში ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ჭიათურაში იწვიმებს, +14 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი ახალციხეში. დღე +14, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +15 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. +7 გრადუსს და წვიმას ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. ორივე რეგიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

გუდაურში +6 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი არის ნავარაუდევი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+15 გრადუსი და მზიანი ამინდი მოსალოდნელი გურჯაანში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში იწვიმებს, +14 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +7 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი ღრუბლინი დღეა ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.