Advertisement

"კორონავირუსი არ არის ის დაავადება, რომელსაც ადვილად შეიძლება ვუყუროთ" - პაატა იმნაძე



დღეში რომ საშუალოდ 20 ადამიანი გარდაიცვლება პატარა საქართველოში, ეს არ არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას დამშვიდების საშუალებას უნდა აძლევდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანების ნაწილი რატომღაც მიიჩნევდა, რომ ინფექციით მხოლოდ ხანშიშესულები ან ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები იღუპებოდნენ.

„რაც უფრო ფართოდ ვრცელდება ინფექცია, ჩვენ ვხედავთ, რომ გარდაცვალების შემთხვევები არის ახალგაზრდებშიც. ასე რომ, კორონავირუსი არ არის ის დაავადება, რომელსაც ადვილად შეიძლება ვუყუროთ“, - აცხადებს პაატა იმნაძე.