Advertisement

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში



სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5. ოზურგეთში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ბათუმში მზიანი ამინდია ნავარაუდევი, +17 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის, ღამით კი +13 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +10.

ფოთში დღის განმავლობაში ტემპერატურა 17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები ზუგდიდში ასევე მზიან ამინდსა და 18 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 5 გრადუსი იქნება.

მზიან ამინდს ვარაუდობენ სოხუმშიც, სადაც +18 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +12 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. ამბროლაურში ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.

ჭიათურაში +18 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი ახალციხეში. დღე +14, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +16 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. +8 გრადუსს და მზიან ამინდს ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +7 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი არის ნავარაუდევი.

წვიმაა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+17 გრადუსი და მზიანი ამინდი მოსალოდნელი გურჯაანში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +16 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი რუსთავში, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.