Advertisement

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება



სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„საგრანტო პროგრამის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ძალიან დიდია ინტერესი და მომართვიანობა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბიზნესიდეების განაცხადების მიღების ვადის გაზრდა, რათა ყველა პოტენციურმა თუ არსებულმა მეწარმემ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და ჩვენი მხარდაჭერით წამოიწყოს ან განავითაროს ბიზნესი,“ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიხეილ ხიდურელმა.