Advertisement

ნახეთ ვინ არის იდეალური პარტნიორი თევზებისთვის



თევზები და ვერძი

ვერძის სითამამეძ და თავდაჯერებულობას დამატებული თევზის ინტუიცია და წარმოსახვა, მოვლენებით სავსე კავშირის გარანტიაა. განსხვავებული ხასიათი და ტემპერამენტი ერთმანეთს ავსებს. ვერძი თავდაჯერებულია და ცხოვრებისეული ძალებით სავსე, თევზები მორცხვები და თავშეკავებულები. ვერძს მბრძანებლობა უყვარს, თევზებს დასაყრდენი სჭირდებათ. ბედნიერი კავშირისთვის ვერძისგან სულ ცოტაოდენი ტაქტის გამოჩენა იქნება საჭირო.

თევზები და ლომი

ლომი აქტიურია, ძალაუფლების მოყვარული, თევზები - არამიწიერი, რბილი ნიშანია. ისინი ერთმანეთს აინტრიგებენ თავიანთი სხვადასხვაობით, თუმცა ეს მათ ურთიერთობაში რაიმე დამატებით შემავსებელი ნამდვილად არ არის. ლომის მშფოთვარე, ექსტრავაგანტური ნატურა ვერანაირად ვერ ნახულობს ჩაკეტილ და რომანტიულ თევზებთან საერთოს. ლომს საყოველთაო აღიარება სურს, თევზებს კი თავისთვის წყნარად ცხოვრება ურჩევნია. ორივეს ურჩევნია უფრო მეტი მიიღოს, ვიდრე გასცეს. ლომს არ მოსწონს თევზების ზედმეტად მგრძნობელობა და საბოლოოდ ძალიან სწრაფად კარგავს მისდამი ინტერესს. ამ ნიშნებს შორის შემდგარი ქორწინებას ან კავშირს ელის სრული კრახი და ფიასკო.

თევზები და მშვილდოსანი

თევზებს იზიდავს მშვილდოსანის სასიცოცხლო ძალა, ხოლო მშვილდოსანს თევზების ღრმა სულიერება. თუმცა, მშვილდოსანს უფრო მეგობარი სჭირდება, თევზებს კი იდეალური შეყვარებული. ერთმანეთს ამ მხრივ ვერ შეავსებენ. ემოციური თევზები უფრო მეტს ეძებენ, ვიდრე სიყვარულისადმი ზერელე დამოკიდებულების მქონე მშვილდოსანია. საძინებელში ფოიერვერკი გარკვეული დროის მანძილზე იქნება, თუმცა დროთა განმავლობაში ისიც ჩაქვრება.

თევზები და კურო

ამ წყვილის კავშირს მყარი საფუძველი აქვს, რამდენადაც მათ შორის მძაფრი ფიზიკური ლტოლვაც არსებობს, სიყვარულიც, ერთგულებაც და თავდადებაც. მათ ბევრი საერთო აქვთ. ორივეს უყვარს სიმშვიდე, განსაკუთრებით სულიერი. ორივეს უყვარს სიმყუდროვე და კოფორტი, ლამაზი და ძვირფასი ნივთები. მოკლედ, ორივეს უყვარს «ტკბილი ცხოვრება». სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ თევზები — თანდაყოლილი სიზარმაცის მქონეა, რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, ხოლო კურო — მშრომელი, თვითორგანიზებული პიროვნებაა. კარგი მატერიალური პირობების შემთხვევაში მათი ქორწინება იქნება შესანიშნავი, თუმცა, ამის პარალელურად კუროს მოუწევს საბანკო ანგარიშის მკაცრად გაკონტროლება. თევზებს ეს კავშირი მოუტანს ხვალინდელ დღეში რწმენას და ერთგულებას — უკეთესი რა უნდა ინატრონ? კუროც ნაკლებად ბრაზდება პარტნიორ თევზებზე, რადგან მისგან იღებს გულახდილ გრძნობებს, სითბოს და სიყვარულს. კუროები, როგორც წესი ბევრს მუშაობენ და რა თქმა უნდა იღლებიან. სწორედ მაშინ სჭირდებათ მათ სიმშვიდე, მოვლა და მზრუნველობა, რასაც თევზებზე უკეთ ვერავინ გააკეთებს. თავის მხრივ, კუროს პრაქტიკული და მშვიდი ნატურა ხელს უწყობს თევზებს გაუმკლავდნენ თავიანთ ცვალებად განწყობას. სიყვარულში კურო ერთგულია, თევზები კი პატივისცემისკენ მიდრეკილი. მიუხედავად იმისა, რომ კუროს თევზები პასიური ეჩვენება, სექსუალურ ურთიერთობაში კარგად ეწყობიან ერთმანეთს. კურო ვნებიანია, თევზები მგრძნობიარე — მათი კავშირი მყარი იქნება.

თევზები და ქალწული

ქალწულისთვის სიყვარული ნიშნავს დაცულობას და ინტელექტუალურ თავსებადობას. თევზებისთვის სიყვარული არის დიდი და ყოვლისმომცველი გრძნობა. თავიდან ქალწულს დიდი მიზიდულობა აქვს თევზების მიმართ, როგორც ეს ხშირად ხდება ანტიპოდებში, სენტიმენტალური, სიყვარულში შეყვარებული თევზები აინტრიგებს ქალწულს, რომლის გამჭრიახი და ანლიტიკური გონება ძალიან იზიდავს თევზებს. თუმცა, თევზების ჩაკეტილობა და მეოცნებეობა სწრაფად იწყებს დისციპლინირებული ქალწულის გაღიზიანებას, ამასთან, საეჭვოა, რომ ქალწული ოდესმე შეეგუოს თევზების სექსუალურ გემოვნებას.

თევზები და თხის რქა

თხის რქა ღუზის როლს ასრულებს მეოცნებე თევზებისთვის, უზრუნველყოფს მათთვის აუცილებელ სტაბილურობას, რასაც თევზები ძალიან უფრთხილდებიან. თხის რქას ყველაზე მეტად მოსწონს როცა აღფრთოვანების ობიექტია. საძინებელში ის წამყვან როლს ირგებს, თევზი კი მას ემორჩილება. თევზების სინაზე და თხის რქის ერთგულება ორივე პარტნიორს დაცულობის გრძნობას უჩენს. ეს ორი, ძალიან განსხვავებული პიროვნება ერთმანეთის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ. კარგი კავშირი გამოვა.

თევზები და ტყუპები

მათი ურთიერთობა სავსეა ვნებით იმდენად, რამდენადაც პრობლემებით. ემოციური თევზები ძალიან სწრაფად ბრაზდებიან მოუფრთხილებელი ტყუპების მწარე გამონათქვამებზე. მათი ცვალებადი და მოთამაშე ხასიათი გულს ტკენს ემოციურ თევზებს, რადგან ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. ყოველი მათგანი თავისებურად ტყუის: ტყუპები ბევრ რამეს მალავენ რეალობიდან. მათ თავისუფლება და ახალი ჰორიზონტები სჭირდებათ, თევზებს არ შეუძლიათ დაცულად იგრძნონ თავი ტყუპების გარემოცვაში და ცდილობენ პარტნიორის თავისუფლება შეზღუდონ. ჩაკეტილ სივრცეში ტყუპები კვდომას იწყებენ.

თევზები და სასწორი

მათი რომანი მშვენივრად იწყება, რამდენადაც ორივე სენტიმენტალური და ნაზია. ორივეს აქვს სურვილი თავიანთი რომანტიკული წარმოდგენები რეალობაში გადმოიტანონ. თუმცა თევზებს ძლიერი ხელი სჭირდებათ, მხარდაჭერას და ყურადღებას ელიან, რაც სასწორს მოსაწყენად მიაჩნია. სასწორი გართობის მოყვარულია, თევზები კი უფრო ჩაკეტილი, სიმყუდროვის მოყვარული. სექსუალურ ურთიერთობებში სასწორს უწევს წამყვანი როლის დაკავება, რაც ძალიან აღიზიანებს. ამ წყვილის ურთიერთობა ხშირად განქორწინებით ან დაშორებით სრულდება.

თევზები და მერწყული

მერწყულს იზიდავს თევზის რომანტიული ხასიათი, ხოლო თევზებს მერწყულის მაღალი იდეალები. წარმოსახვის უნარის მქონე მგრძნობიარე თევზები მერწყულის ნებისმიერ სურვილს შეასრულებს. მათ გამონაკლისი სიახლოვით სავსე ურთიერთობა ექნებათ. თუმცა ურთიერთობაში პრობლემებს შექმნის თევზების მუდმივი მოთხოვნა სიყვარული უმტკიცოს მერწყულმა. დამოკიდებული, არამყარი ხასიათის თევზები საჭიროებენ ძლიერი ლიდერის ხელში ყოფნას. მერწყული უარყოფს ნებისმიერი ემოციონალურ მოთხოვნას. როცა მერწყული იგრძნობს, რომ თევზების მახეში გაება, მაშინვე დაიწყებს ფიქრს მისგან წასვლაზე და თავისუფლების დაბრუნებაზე. ამ წყვილის კავშირი პრობლემატურია.

თევზები და კირჩხიბი

ეს მოსიყვარულე, მოალერსე წყვილი ერთმანეთს დაამშვიდებს. ორივეს კარგი წარმოსახვა აქვს, თუმცა თევზები უფრო მეოცნებეები არიან, კირჩხიბები კი მშრომელები. ერთად მათ შეუძლიათ ოცნება რეალობად აქციონ. თევზებს კირჩხიბის ცხოვრებაში რომანტიკა შეაქვს, კირჩხიბები მზრუნველი და მოსიყვარულე პარტნიორები არიან, რაც თევზებს ძალიან სჭირდებათ. ორივე ემოციური წყვილია, ერთმანეთის ერთგულები და ურთიერთდამოკიდებულებისას განწყობას აკრგად გრძნობენ. საძინებელში მათ დღესასწაული ელით, რადგან ორივე საკმაოდ რეაქტიუალია სექსუალური კუთხით. კირჩხიბმა უნდა აიღოს ინიციატივა, რასაც თევზები მზაობით შეხვდებიან და დაემორჩილებიან. ჰარმონიული წყვილია.

თევზები და მორიელი

მორიელის სიძლიერე — იდეალური დასაყრდენია ყოყმანის მოყვარული თევზებისთვის. თავის მხრივ, თევზების წარმოსახვის უნარი აღვივებს მორიელის შემოქმედებით შესაძლებლობებს. თევზები ერთუგულებას იჩენენენ ურთიერთობაში, რაც ეჭვიანი მორიელისთვის სიმშვიდის მომტანია. სექსუალური გატაცებები ორივე პარტნიორის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. მათი ემოციური განწყობაც მშვენივრად ავსებს ერთმანეთს. თევზების ინტუიცია და მორიელის ღრმა გრძნობები იწვევს განსაკუთრებულ სიახლოვეს ამ წყვილს შორის. მათი კავშირი დროის გამოცდას ნამდვილად გაუძლებს.

თევზები და თევზები

ყველა ცხოვრებისეული პრობლემის საძინებელში მოგვარება რომ შეიძლებოდეს, ეს წყვილი უბედნიერესი იქნებოდა, მაგრამ თითოეულ მათგანს სჭირდება ის, რაც მეორეს არ აქვს. სუსტები არიან, დამოკიდებულნი და მხოლოდ ძლიერი პარტნიორის ემოციებით იმუხტებიან. საკუთარი თავი ეცოდებათ და ცხოვრებაზე წუწუნი უყვართ. მათ უჭირთ პრაქტიკული პრობლემების გადალახვა თუ ძლიერი ადამიანი არ უდგათ გვერდით, რომელსაც შეუძლია უბიძგოს საჭირო მხარეს. მათ კავშირს მომავალი არ აქვს.

ნახეთ ვინ არის იდეალური პარტნიორი ვერძისთვის, თხის რქისთვის, ლომისთვის, მშვილდოსნისთვის, კუროსთვის, ქალწული, ტყუპები, მერწყულისთვის, კირჩხიბისთვის, მორიელისთვის.