Advertisement

შიდა ქართლში ,,კარფურის" პირველი ფილიალი გაიხსნა



შიდა ქართლში ჰიპერმარკეტების ქსელის ,,კარფური" პირველი ფილიალი გორში გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დაესწრნენ.

,,ყოველთვის მისასალმებელია, როდესაც რეგიონში მსგავსი ტიპის კომპანიები შემოდიან. პირველ რიგში, ეს ხელს უწყობს როგორც სამუშაო ადგილების გაჩენას, ისე მოსახლეობისთვის მრავალფეროვანი პროდუქციის ადგილზე ხელმისაწვდომობას." - აღნიშნა სიმონ გულედანმა.