ვინ იქნება ლელოს სახელით მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი


პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების წარდგენის ღონისძიება მცხეთაში გაიმართა.

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად - სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი დასახელდა.

ცნობისთვის, პარტიამ ლელო საქართველოსთვის, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ჩამოაყალიბეს, 12 აგვისტოს ერთმანდატიან ოლქებში 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.