27 დეკემბრამდე 8 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული


2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში 8 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 3,1 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 7.6 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.