შიდა ქართლში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 124 პაციენტი გამოჯანმრთელდა


შიდა ქართლში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაკოვიდინფიცირების ახალ შემთხვევებს მკვეთრად აჭარბებს.

ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 96 სინჯიდან 16-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, 124 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირებისშემთხვევების საერთო რაოდენობა რეგიონში 5 250 შეადგენს.

იზოლაციაში რჩება 1 733 ადამიანი, 113 პირი კი თვითიზოლაციიდან მოიხსნა. 1 647 პაციენტი მკურნალობას სახლში გადის.

საქართველოში კორონავირუსის 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 206 313. გარდაიცვალა 2 418. კარანტინის რეჟიმშია - 420, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 677. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 393 მოქალაქე.