ილია მეორე - წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ


გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა ღამისთევის მსახურება წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარში აღავლინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარში ღამისთევის მსახურება აღავლინა, დალოცა და გიორგობა მიულოცა მრევლს და სრულიად საქართველოს.

წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა პატრიარქმა მსახურების ბოლოს.