კახა კალაძე-ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, ოპოზიცია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს


მე ოპტიმისტი ვარ ცხოვრებაში და ასევე პოლიტიკაშიც. იმედი მაქვს, ოპოზიციაში ჩვენი ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება, თუ როგორი მომავალი პარლამენტის ხილვა სურს, სადაც ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია იქნება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, თუ ვინ და რა რაოდენობით უნდა შევიდეს პარლამენტში. ასე რომ, დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა კალაძემ.