ფინეთის დედაქალაქში 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა


ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობა იმატებს, ამიტომ შეზღუდვების გამკაცრება აუცილებელია.