„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ ბათუმში „სირცხვილის დერეფნებს“ აღარ მოაწყობს


ხვალ ბათუმში საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნები“ აღარ მოეწყობა, ოპოზიცამ ერთობლივი განცხადება გააკეთა და აცხადებენ, რომ თავიდან აიცილეს მოსალოდნელი პროვოკაციები სუს-ისგან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, სუს-ი პროვკაციასგეგმავდა.

ასევე „ლელოს“ ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, მათთვის თავიდანვე მიუღებელი იყო პროტესტის ეს ფორმა.

21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას" მხარდამჭერი“.