ლევან გორგაძე ტოკიოში ბაშოზე მეექვსედ დამარცხდა


ლევან გორგაძე ტოკიოში მიმდინარე ნოემბრის ბაშოზე მეექვსედ დამარცხდა.

ტოჩინოშინმა ჰოკუტოფუჯისთან იორიკირის ილეთით წააგო და ტურნირის დასრულებამდე სამი დღით ადრე, დადებით ბალანსზე გავიდა.

ხვალ გორგაძის მეტოქე დასავლეთის მესამე მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელთანაც აქამდე გამართული 15 ბრძოლიდან 8 აქვს მოგებული.

დადებითი ბალანსისთვის ტოჩინოშინს დარჩენილი სამი შეხვედრიდან ორის მოგება სჭირდება