შიდა ქართლში გამოკვლეული 343 ნიმუშიდან, 175 კოვიდდადებითია
ბოლო 24 საათში, შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 343 ნიმუშიდან, 175 კოვიდდადებითი აღმოჩნდა. გარდაიცვალა 70 წლის კოვიდდადებითი პაციენტი.
24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 112-მა ადამიანმა დაამარცხა, თვითიზოლაცია კი 51 პირს მოეხსნა.
დღეის მდგომარეობით რეგიონში კორონავირუსის 2,352 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 968 პაციენტი მკურნალობას სახლში გადის .
თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე 1,954 პირი იმყოფება.