თენგიზ ცერცვაძე - ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საკუთარი მდგომარეობის შესახებ Facebook-ზე წერს და განმარტავს, რომ მკურნალობას ისევ სახლში განაგრძობს.

ცოტა მეუხერხულება ჩემ შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო, აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში განვაგრძობ - ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე.

მიუხედავად ამისა, ვცდილობ ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. Facebook-ში დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით - ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს - ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშნელოდ აწუხებდა ყელის და სახსრების ტკივილი. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ... სულ ეს არის და ეს... გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.