ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა


ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, იგი 9 დღის განმავლობაში ამავე საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.

"სამწუხარო ფაქტი მოხდა, კარგი კოლეგა და მეგობარი დააკლდა კლინიკას, რომელიც ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში იყო ჩართული. გუშინდელ ანალიზებში ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო, დღეს სახლში უნდა წასულიყო, თუმცა ღამით მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც მოულოდნელი იყო. გულის უეცარი გაჩერება დაფიქსირდა",- აღნიშნა ექიმმა გია კიკაბიძემ.