დავით ბაქრაძე - ასეთი მაგარი აქცია საქართველოში არ ყოფილა


ასეთი მაგარი აქცია საქართველოში არ ყოფილა, - ასე შეაფასა დავით ბაქრაძემ ოპოზიციის მდუმარე აქცია, რომელიც მაიკ პომპეოს ვიზიტისადმი იყო მიძღვნილი. „ევროპული საქართველოსერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხანდახან დუმილი უკეთ ლაპარაკობს, ვიდრე პოლიტიკოსები.

ეს იყო აქცია, რომლითაც ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მთავარ პარტნიორებს, მთელ მსოფლიოს გავაგონეთ ჩვენი ხმა. ხანდახან დუმილი უკეთ ლაპარაკობს, ვიდრე პოლიტიკოსები და დღეს თქვენი დუმილით თქვენ აჩვენეთ, რომ ხმაწართმეული ადამიანები, ხმაჩამორთმეული ადამიანები არ შეეგუებით ხმის ჩამორთმევას და არჩევნების გაყალბებას“, - მიმართა ბაქრაძემ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს.