18 ნოემბრის ამინდის პროგნოზი


სინოპტიკოსები 18 ნოემბერს ქუთაისში ნალექს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5. ასევე იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. კოკისპირული წვიმაა ნავარაუდევი ბათუმშიც, სადაც +14 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +6.

ნალექიან ამინდს ვარაუდობენ სოხუმში, სადაც +13 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ღრუბლიანობა და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი, +1 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი იქნება და თოვლია მოსალოდნელი. იწვიმებს ამბროლაურშიც. აქ ჰაერი +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.

ჭიათურაში იწვიმებს, +8 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს ახალციხეში. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში წვიმა და +19 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვა, 0 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში 1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში თოვს, -1 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში თოვს. ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -9 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ლაგოდეხში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+7 გრადუსი და წვიმა იქნება გურჯაანში, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +6 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, იწვიმებს, ღამით კი +2 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში მცირე ნალექს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოტოს ავორი : რადიო მოზაიკა