სასკოლო ოლიმპიადა დაიწყო


2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 16-20 ნოემბერს ონლაინ ჩატარდება.

განათლების სამინისტროს განცხადებით, წელს პირველად მოსწავლეებს საშუალება აქვთ დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადის პირველ ტურში. ამისათვის მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge განთავსებული ბმული უნდა გამოიყენონ შესაბამისი განრიგის მიხედვით