როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში


სინოპტიკოსები 17 ნოემბერს ქუთაისში ნალექს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ასევე იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. კოკისპირული წვიმაა ნავარაუდევი ბათუმშიც, სადაც +13 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +3.

ნალექიან ამინდს ვარაუდობენ სოხუმში, სადაც +14 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ღრუბლიანობა და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი, +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. იწვიმებს ამბროლაურშიც. აქ ჰაერი +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.

ჭიათურაში იწვიმებს, +10 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს ახალციხეში. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში წვიმა და +9 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +1 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +3 გრადუსი და ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში თოვს. ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი არის ნავარაუდევი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+13 გრადუსი და წვიმა იქნება გურჯაანში, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +13 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში მცირე ნალექს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.