ახალქალაქში ციხე-გალავნის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა
ახალქალაქში ციხე-გალავნის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.
რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ციხე-გალავანს, ნაგებობის ეზოში კი საგამოფენო დარბაზი, საოფისე სივრცე, მოსასვენებლი, საინფორმაციო ცენტრი და ამფითეატრი მოეწყო.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.